შარა-გზამშენი პირველი
 

კომპანია "შარა-გზამშენი პირველი" შეიქმნა შპს "შარა-2000"-ის (ყოფილი ხობის საგზაო სამმართველო) და შპს "გზამშენი 1"-ის (ყოფილი #1 საგზაო-სამშენებლო-სარემონტო სამმართველო, რომელიც თავის მხრივ დაარსდა 1958 წელს და წლების მანძილზე იყო ერთადერთი საგზაო-სამშენებლო-სარემონტო ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში) გაერთიანების შედეგად. საფირმო სახელით შპს "შარა-გზამშენი პირველი" ორგანიზაცია რეგისტრაციაში გატარდა 2005 წელს.

სამშენებლო სფეროში კომპანიის დიდ გამოცდილებაზე მეტყველებს მის მიერ შესრულებული სამუშაოების და ობიექტების ჩამონათვალი: _ ხიდი და გზაგამტარი მდინარე ტეხურაზე, ზუგდიგი-სამტრედიის მთლიანი გზის რეკონსტრუქცია, სენაკი-ფოთის, ზუგდიდი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ-სენაკის, ფოთი-სუფსა-ნატანები-ურეკის, დიდი ჭყონი-ლებარდეს, მარტვილი-ნაგვაზაო-ხონის გზების სამშენებლო სამუშაოები, სარეკონსტრუქციო სამუშაოები რიკოთის უღელტეხილზე, სოფელ ახუთის (ჩხოროწყუს რაიონი) საჯარო სკოლის და საბავშვო ბაღის მშენებლობა; საჯარაო სკოლების რეაბილიტაცია ზუგდიდის და ხობის მუნიციპალიტეტებში; სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია ქობულეთის და ხობის მუნიციპალიტეტებში; შიდა საქალაქო გზების რეაბილიტაცია ქ. ზუგდიდში, ქ, სენაკში და ქ. ხობში; საყრდენი კედლების მშენებლობა ხელვაცაურის მუნიციპალიტეტში; საყრდენი კედლების და ხიდის მშენებლობა ბორჯომის მუნიციპალიტეტში; დამცავი ზღუდარების მშენებლობა ქედის მუნიციპალიტეტში; სანაპირო ზოლის დამცავი ჯებირი ქალაქ ქობულეთში; ნაგავსაყრელი პოლიგონის დახურვის სამუშაოები ქალაქ სენაკში და დაბა ჩოხატაურში; ჩოხატაური-ზემოსურების დამაკავშირებელი გზის მშენებლობა; ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში ნაპირდამცავი ნაგე4ბობის მშენებლობა; გაზიფიცირების შედეგად დაზიანებული გზების რეაბილიტაცია ქ. ხობში; ქ. ფოთში, ქ. სენაკში და ქ. აბაშაშიშავი ზღვის ტერმინალში ყულევში რეზერვუარებთან გიდროფორის (ქვიშოვანი ასფალტი) მოწყობა; ცემენტო-ბეტონის გზების მოწყობა ქ. სენაკში და ქ. ხობში; საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვა N27 საკონტრაქტო ზონაში; პარკების, სკვერების და საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა ქ. ხობში; ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარე ხობისწყალზე;  ნაპირსამაგრი სამუშაოები  მდინარე გურძემიაზე;  შ.პ.ს. ''მექანიზატორი''-ს სერვის-ცენტრის მშენებლობა და ეზოს კეთილმოწყობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ცაქვში; ქ. ფოტში სადგურის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა; შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხობი-საჯიჯაო-ლესეჭინეს ს/გზის რეაბილიტაცია  და სხვა