შარა-გზამშენი პირველი
 

დაფნის საშრობი

 

ძირითადი საქმიანობის გარდა ორგანიზაციას დაწყებული აქვს ბიზნესი აგრარულ სექტორში. აშენებულია დაფნის გადამამუშავებელი საამქრო, რომლის აღჭურვა საჭირო დანადგარებით თითქმის დასრულებულია. კომპანია გეგმავს როგორც ფერმერებიდან შესყიდული ასევე საკუთარი დაფნის პლანტაციიდან მიღებული დაფნის ფოთლის გაფოთვლა-გაშრობა-დახარისხებას, გადამუშავებას და  რეალიზაციას. კომპანიას შეძენილი აქვს ხელოვნურად შრობის მიკროტალღური ვაკუუმ-დანადგარები, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღება.

 

ფერმერის სახლი

 

კომპანიას ყავს პარტნიორი კომპანია "ფერმერის სახლი", რომელიც ახდენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის (შხამ-ქიმიკატები, სასუქები, მცირე სასოფლო ტექნიკა და სხვა). რეალიზაციას და მოწოდებას. აღნიშნულ კომპანიასთან ერთობლივად ჩვენი ორგანიზაცია აწარმოებს საფურაჟე სიმინდის მოყვანა-რეალიზაციას, დაწყებული გვაქვს დაფნისა და თხილის საკუთარი პლანტაციის გაშენება.